Saturday, April 27, 2013


                    ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე   "სიმეტრია"

გაკვეთილის თემა
სიმეტრია
სწავლების საფეხური და კლასი
                              I საფეხური
                              VI ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
                                 29
ინტეგრირებული საგნები
მათემატიკა;      ინგლისური;    ბუნება,           ხელოვნება  
თ. მართაშვილი, მ.ინაური, მ.მერაბაშვილი, მ.ჭონიაშვილი




აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მ ა თ . ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს  მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლე გაეცნოს სიმეტრიის ცნებას. შეეძლოს სიმეტრიული ფიგურების მიხედვით სიმეტრიის ღერძის აღდგენა, სიმეტრიული ფიგურების სიმეტრიის ღერძების რაოდენობის დასახელება და მათი გამოსახვა. პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შემდეგ გაუმყარდეს წარმოდგენა, რომ სიმეტრიული ფიგურები ტოლია. გაიფართოვოს თვალსაწიერი - სიმეტრია შენიშნოს ბუნებაში, ხელოვნებაში, სხვადასხვა ანბანის ასოებში.
შ ე დ ე გ ი : მოსწავლე იცნობს სიმეტრიის ცნებას, შეუძლია სიმეტრიული ფიგურების მიხედვით სიმეტრიის ღერძის აღდგენა, სიმეტრიული ფიგურების ღერძების რაოდენობის დასახელება და გამოსახვა. შენიშნავს სიმეტრიას ბუნებაში, ხელოვნებაში, ასოებში.
ი ნ გ .  ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს  მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლემ მითითებული ასოებით შეძლოს  ინგლისური სიტყვების და წინადადებების აწყობა, ჩაწერა
შ ე დ ე გ ი : მოსწავლე ასახელებს და წერს სიტყვებს და წინადადებებს, რომლებიც მითითებული ასოებით ან ასოთაშეთანხმებებით არის შედგენილი
ბ უ ნ. ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს   მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლემ გაიფართოვოს თვალსაწიერი, ამოიცნოს სიმეტრია ბუნებაში, შეძლოს იმსჯელოს, რაზიანი შეიძლება მოყვეს ბუნებაში ადამიანის უხეშ ჩარევას, რა შეიძლება გამოიწვიოს სიმეტრიისა და ჰარმონიის დარღვევამ.
შ ე დ ე გ ი : მოსწავლეს შეუძლია დაინახოს სიმეტრია ბუნებაში, იმსჯელოს სავალალო შედეგებზე, რაც მოსდევს ადამიანის უხეშ ჩარევას.
ხელ. ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს   მ ი ზ ა ნ ი : მოსწავლემ ამოიცნოს სიმეტრია ხელოვნებაში, ამოიცნოს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილი ნიმუშები იცნობდეს მათი აშექმნის  ისტორიას.
შ ე დ ე გ ი : მოსწავლეს შეუძლია ხელოვნების ნიმუშებში სიმეტრიის ამოცნობა, იცნობს მისთვის წარმოდგენილ კულტურის ნიმუშს ან არქიტექტურულ ნაგებობას, შეუძლია მისი შექმნის ისტორიის გადმოცემა.




ე ს გ –თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები


მათ.VI.8 ახდენს გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოწავლე პოულობს ფოგურათა სიმეტრიული კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს /ღერძებს და ასაბუთებს პასუხს

ბუნ. VI 10. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების ღწერა და დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: აღწერს ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, აყალიბებს მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე.

ხელ. VI.10.
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს
ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს.



გაკვეთილის მსვლელობა
მოსწავლეები სხედან  წყვილებად.გაკვეთილს ვიწყებ მაგალითის დემონსტრირებით . თუ მონაკვეთის შუა წერტილზე გავავლებთ მინაკვეთის მართობულ წრფეს, მონაკვეთი გაიყოფა ორ ტოლ ნაწილად. თუ მოვინდომებთ მონაკვეთის „გადაკეცვას“ მოცემულ წრფეზე, მონაკვეთის ნაწილები ზუსტად შეუთავსდებიან ერთმანეთს. გავლებული წრფე წარმოადგენს მონაკვეთის სიმეტრიის ღერძს. მოსწავლეები ცდილობენ დაასახელონ მათს თვალსაწიერში მყოფი სიმეტრიული ფიგურები (5 წთ)
ვიწყებ ფოტოკოლაჟის ჩვენებას, სადაც მითითებულია ფიგურები. ჩვენება მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში.მოსწავლეები ასახელებენ ეკრანზე გამოჩენილ სიმეტრიულ ფიგურებს, ფიგურების სიმეტრიის ღერძებს.(5წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ დაწერონ  სიმეტრიის ღერძების მქონე ასოები და ციფრები. (5 წთ)სიმეტრიის ღერძების მქონე ინგლისურ ასოებს ვაჩვენებ ეკრანზეც.
ინგლისურის მასწავლებლის დავალებით მოსწავლეები წყვილებში დაწერენ ინგლისურ სიტყვებს ან წინადადებებს ფურცლებზე.10წთ-ში. დროის ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი სიტყვებს, რომლებიც ბავშვებმა დაწერეს არასწორად , ან საერთოდ ვერ გაიხსენეს, დაწერს დაფაზე სწორი ფორმით და მიუწერს მნიშვნელობებს.(5წთ)
შემდეგ ვუჩვენებ სიმეტრიას ბუნებაში. ბუნების მასწავლებელთან ერთად მოსწავლეები მსჯელობენ, რა შეიძლება მოჰყვეს ბუნებაში ბალანსის უხეშ დარღვევას, ტყეების გაჩეხვას და ა.შ.(10წთ)  
შემდეგი სლაიდები ეხება სიმეტრიას ხელოვნებასა და არქიტექტურაში. ამ თემაზე ხელოვნების მასწავლებლის შეკითხვებს უპასუხებენ მოსწავლეები(10 წთ)
საშინაო დავალება: მათ. დახაზონ უჯრიან ფურცელზე მათთვის ცნობილი სამი სიმეტრიული გეომეტრიული ფიგურა და მიუთითონ თითოეულ მათგანზე სიმეტრიის ღერძები. დახაზონ სხვადასხვაგვერდა სამკუთხედი და ააგონ მისი სიმეტრიული სამკუთხედი რაიმე წრფის მიმართ.
ინგ. მოიფიქრონ, მოიძიონ ლექსიკონში და დაწერონ კიდევ რამოდენიმე სიტყვა სიმეტრიული ასოების მეშვეობით, იცოდნენ მათი მნიშვნელობა ქართულად.
ბუნ. დაწერონ  ესსე  „მე ვიცავ ბუნებას“
ხელ. მოიძიონ რომელიმე ხუროთმოძღვრების ძეგლის შექმნის ისტორია.

შეფასება
გაცემული პასუხების სისწორის მიხედვით:
სწორად გამოიცნო სიმეტრიული ფიგურები , დაასახელა სიმეტრიის ღერძების რაოდენობა 4 ქ
სწორად დაწერა სიტყვები უცხო ენაზე 3 ქ
სწორად უპასუხა ბუნებისმცოდნეობის ან ხელოვნების მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს, 3 ქ


საგანმანათლებლო რესურსები
    ფურცლები ,კალმები,კომპიუტერი, პროექტორი . სახელმძღვანელო: მათემატიკა VI
გ. გოგიშვილი; თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ.ქურჩიშვილი




              ანგარიში  ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ

გაკვეთილის ჩატარების დღე: 13.03. 2013.

სკოლა:    VI   საჯარო              კლასი:  VI   ბ

მასწავლებლები: თ, მართაშვილი, მ.ინაური, მ.ჭონიაშვილი, მ.მერაბიშვილი
საგნები:მათემატიკა, ინგლისური, ხელოვნება, ბუნებისმეტყველება

თემა:             ს ი მ ე ტ რ ი ა

ე ს გ -თი გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები:
მათ.VI.8.ახდენს გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე პოულობს ფიგურათა სიმეტრიული კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს/ ღერძებს და ასაბუთებს პასუხს
ბუნ. VI 10. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების ღწერა და დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: აღწერს ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, აყალიბებს მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე.

ხელ. VI.10.
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს სხვადასხვა კულტურათა ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს
ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს.

    მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა სიმეტრიისშესახებ,გაიგეს ღერძულად სიმეტრიული აფიგურების აგების პრინციპი. უპასუხეს მათემათიკის მასწავლებლის მიერ სლაიდების საშუალებითდასმულ კითხვებზე ზეპირად და წერილობით.
   მოსწავლეებმა დაასახელეს სიმეტრიული ციფრები და ასოები, ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით  დაწერეს  სიმეტრიული ასოების საშუალებით სიტყვები და წინადადებები, ზეპირად განმარტეს მათი მნიშვნელობა.
  ისაუბრეს სიმეტრიის შესახებ ბუნებაში და სიმეტრიის თავისებურებებზე ცხოველებსა და მცენარეებში. ისაუბრეს იმ საფრთხეებზე და შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს ადამიანის უხეშ ჩარევას ბუნებაში.
        ხელოვნების მასწავლებელთან ერთად განმარტეს სიმეტრიის არსი ხელოვნებაში.ისაუბრეს სიმეტრიის უდიდეს როლზე მხატვრობასა და ხუროთმოძღვრებაში.
 გაკვეთილი გამოვიდა საკმაოდ საინტერესო,   გაკვეთილი მიმდინარეობდა მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობით, რადგან შეთავაზებული დავალებების შესრულება  არ წარმოადგენდა მათთვის დიდ სირთულეს, თუმცა აბსოლიტურად სწორად ყველა კითხვაზე პასუხი გასცა  მხოლოდ მათმა ნაწილმა. გაკვეთილის შედეგებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ინტეგრირებული გაკვეთილების ხშირად ჩატარება  საჭიროა ,და აუცილებელიც რათა მოსწავლეებმა მოახდინონ მოცემული თემის ტრანსფერი ,საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების მობილიზაცია და გაუძლიერდეთ სწავლის შინაგანი მოტივაცია.





No comments:

Post a Comment